ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

თვალსასეირო ფრე კახეთში

თვალსასეირო ფრე კახეთში
28-04-2021, 19:12
 
   

თვალსასეირო ფრე კახეთში
ტურის წინ მოწინააღმდეგეები დაახლოებით იდენტურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ,გია ჭიბრიშვილის მიერ არბიტრ აფციაურის ფიზიკური შეურაცხყოფისა და დისკვალიფიკაციის შესახებ მოგეხსენებათ,ორშაბათს კი თელავის ხელმძღვანელობამ მთვაარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე დაითხოვა,ამიტომ რკინიგზელთა პირისპირ გუნდი მისმა ყოფილმა ასისტენტმა ბესო აბულაძემ გაიყვანა.
ლოკო მატჩის დებიუტშივე დაწინურდა,თორნიკე კირკიტაძის მარჯვენა ფლანგიდან გარღვევას მაროკოული წარმოშობის ნიდერლანდელი ლეგიონერის ულდ ომარ იმრანის გოლი მოჰყვა დაბალ კუთხეში.კახელებმა სულ რაღაც 9 წუთში გაათანაბრეს-რატი არდაზიშვილის პასის შემდეგ მიხეილ ბაშელეიშვილმა შორი მანძილიდან ულამაზესად გაისროლა და გოლის ზედმეტად ემოციურად აღნიშვნისათვის ირაკლი კვირიკაშვილისგან გაფრთხილებაც დაიმსახურა,ისევე როგორც 1 წუთის შემდეგ გიორგი გაბაძე „გაყვითლდა“.
32-ე წუთზე გიორგი ჯანელიძის მოწოდებული კუთხურის მერე თავი თელაველთა კაპიტანმა ილია ბერიაშვილმ გამოიჩინა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა.
72-ე წუთზე ლოკომოტივის ნიდერლანდელმა შუახაზელმა გოლს საგოლე პასიც მიუმატა და კუთხურის შემდგომ ნიკა სანდოხაძეს გაატანინა დ 8 წუთში აპლოდისმენტების თანხლებით ადგილი კახა კახაბრიშვილს დაუთმო.
მატჩის მიწურულს,ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მოედანზე ვითარება დაიძაბა და მსაჯმა მოედანი კახელთა შემტევ გიორგი ჯანელიძეს დაატოვებინა.ანგარიშის მხრივ კი მეტი აღარაფერი შეცვლილა რევაზ ინჯგიას რეალური შანსის მიუხედავად.
მომდევნო ტურში უკვე ახალი მწვრთნელის ხელში თელავი 7 მაისს წყალტუბოში სამგურალის წინააღმდეგ ჩაატარებს,რკინიგზელები კი 2 საათის მერე გორის დილას დაუხვდებიან.