ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

დენიელ ეკი: " ეს რთული გზა იქნება,მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ"

დენიელ ეკი: " ეს რთული გზა იქნება,მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ"
29-04-2021, 16:16
 
   

სფოთიფაის დამფუძნებელი დენიელ ეკი,რომელსაც არსენალის შესყიდვა სურს, CNBC-ის ინტერვიუ მისცა.

-რამდენად გსურთ ეს? ვგულისხმობ არსენალის ყიდვას.

ეკი: 8 წლიდან ვარ "არსენალის" გულშემატკივარი. "არსენალი" ჩემი გუნდია. სურს გულშემატკივრების ნდობა მოვიპოვო და მათი გულები ისევ სიძლიერით ავანთო.თქვენ კითხვას რომ ვუპასუხო, ძალიან სერიოზულად ვარ ამ საკითხით დაინტერესებული.

-: დანიელ, ისინი არ ჩანან დაინტერესებულები გაყიდვით.

ეკი: დიახ, მაგრამ იმით დავიწყე საუბარი, რომ უკვე 30 წლის მანძილზე ვგულშემატკივრობ კლუბს. რა თქმა უმდა, არ მოველოდი რომ ეს ერთ ღამეში მოხდებოდა. მზად ვარ იმისთვის, რომ ეს გრძელი გზა იქნება.

-მათ თქვეს, რომ დაინტერესებულები არ არიან. ჩემთვის ეს როგორც დაწყებითი შეთავაზება ჟღერს. არ გაღიზიანებთ ეს ფაქტორი? არ ბრაზდებით ამაზე?

ეკი: იცით, მე მხოლოდ კლუბზე ვახდენ ფოკუსირებას. მსურს, რომ კლუბმა უკეთეს შედეგებს მიაღწიოს. ეს ჩემი უმთავრესი ინტერესია.