ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

საბურთალოს მარტივი გასეირნება

საბურთალოს მარტივი გასეირნება
29-04-2021, 16:20
 
   

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალომ წყალტუბოდან ჩამოსული სტუმრები არ დაინდო და რეალურად უშანსოდ 2:0 დაამარცხა.
მე-15 წუთზე,გიორგი ლაცაბიძის გადაცემით თავი კვლავ თბილისელთა მოლდოველმა შემტევმა დმიტრი მანდრიჩენკომ გამაოიჩინა (რომელიც ერთადერთი ჰეტ-ტრიკის ავტორია წლევანდელ გათამაშებაში).გეტყვით,რომ ზემოთხსენებულმა ლაცაბიძემ 52-ე წუთზე საგოლედ იური ტაბატაძესაც უპასა კუთხურიდან.
სამგურალმა შეტევაში დიდად ღირებული ვერც ვერაფერი გააკეთა და დამსახურებულად წააგო.ორივე გუნდის სასახელოდ უნდა აღინიშნოს,რომ მატჩი ძალზე კორეკტული გამოდგა,რადგან შეხვედრის არბიტრმ ბაკურ ნინუამ ყვითელი ბარათი მხოლოდ წყალტუბოელთა 2 მოთამაშეს-ომარ პატარკაციშვილს და ლევან კურდაძეს უჩვენა.
გამარჯვების შემდეგ ენერგიამოზღვავებული საბურთალოელები 7 მაისს ტორპედოს წინააღმდეგ სტუმრად იასპარეზებენ,სამგურალი კი ცოტა ხნით ადრე აუტსაიდერ თელავს მიიღებს.