ავტორი: აჩი ფევაძე

თბილისელთა გამარჯვება ქართულ კლასიკოში და დაბრუნებული პირველი ადგილი

თბილისელთა გამარჯვება ქართულ კლასიკოში და დაბრუნებული პირველი ადგილი
29-04-2021, 09:33
 
   

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური დინამო არენაზე დასრულდა, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონმა 79-ე ქართულ კლასიკოს უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა თბილისის ‘’დინამომ’’ ქუთაისის ‘’ტორპედო’’ მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

მატჩის პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა, რომ ტორპედო მეორე ნომრად ითამაშებდა, რაც არ ყოფილა მოულოდნელი, თუმცა შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ქუთაისელთა დროებით მთავარ მწვრთნელს, შოთა ბაბუნაშვილს თითქოს 0-0-ზე ჰქონდა ხელი მოწერილი, რაზეც ‘’ტორპედოს’’ მთელი მატჩის განმავლობაში 0 კარში დარტყმა კარგად მეტყველებს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 65-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, გოლის ავტორი მოედანზე 63-ე წუთზე შემოვიდა და სადებიუტო გოლის გასატანად მხოლოდ 2 წუთი დასჭირდა, აღსანიშნავია ლუკა გაგნიძის ეფექტური საგოლე პასი.

ამ გამარჯვების შემდეგ დინამო თბილისმა დაიბრუნა პირველი ადგილი, ლურჯ-თეთრები 25 ქულით ლიდერობენ ცხრილს, უახლოეს მდევარს დინამო ბათუმს კი 3 ქულით უსწრებენ, რაც შეეხება ქუთაისის ‘’ტორპედოს’’, ‘’ტორპედო’’ რთულ მდგომარეობაშია, შოთა ბაბუნაშვილის გუნდი ცხრილის ფსკერზე, მე-10 ადგილზე იმყოფება 6 ქულით.

მოქმედი ჩემპიონები მომდევნო მატჩს ბათუმის ‘’დინამოს’’ წინააღმდეგ გამართავენ 8 მაისს, აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ბათუმის ახალ ცენტრალურ სტადიონზე შედგება, მოგეხსენებათ ზღვისპირელები აქამდე გორში თამაშობდნენ, რაც შეეხება ‘’ტორპედოს’’, ქუთაისელები მე-12 ტურში საბურთალოს უმასპინძლებენ, მატჩი 7 მაისს არის ჩანიშნული.