ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

რაგბის დიდი არეულობა

რაგბის დიდი არეულობა
3-05-2021, 15:56
 
   

ქართულ სარაგბო თემში დაძაბულობა, გაურკვევლობა და ინტრიგები ისევ არ წყდება. თითქმის ერთწლიანი უთავკაცობის შემდეგ, პრეზიდენტის არჩევის შემდეგაც არაფერი დასრულებულა.

პირველ რიგში აღსანიშნავია,რომ სარაგბო კლუბ გორის ჯიქს შეექმნა სერიოზული ფინანსური პრობლემები და ჭაბუკთა ლიგის მოთამაშეებით გამოდის სათამაშოდ. წინა ტურში, სამატჩო განაცხადის შესავსებად, ჯიქის მაისურით 43 წლის კახა უჩავამ ითამაშა. ბოლო 8 შეხვედრაში გორელებმა 803 ქულა გაუშვეს, თავად კი მხოლოდ 21 გაიტანეს.

გარდა ამისა, დღეს blogsport.ge-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გაფიცვას სამსაჯო კორპუსის წარმომადგენლებიც აპირებენ. მათ ბოლო თვის ხელფასები არ ჩარიცხვიათ და დავალიანების დროულად არ გადახდის შემთხვევაში , ისინი ჩემპიონატის ჩაშლით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, 8 მაისს დიდ 10-ში რეგულარული სეზონის ორი გადადებული მატჩი უნდა გაიმართოს. შემდეგ კვირას კი, პლეი-ოფები იწყება.