ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

წითელი ეშმაკები არ ჩერდებიან

წითელი ეშმაკები არ ჩერდებიან
3-05-2021, 16:06
 
   

გუშინ საღამოს მანჩესტერისა და ლივერპულის დაპირისპირება გადაიდო. მიზეზი ცხადია- მანჩესტერ იუნაიტედის ფანების პროტესტი. წითელი ეშმაკები სტადიონზე შეიჭრნენ და მატჩის ჩატარებას ხელი შეუშალეს.

გულშემატკივრების მთავარი მოთხოვნა გლეიზერების ოჯახს და გუნდის ხელმძღვანელობას ეხებოდა. ისინი კატეკორიულად მოითხოვდნენ გუნდის დირექტორის გათვისუფლებას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გარი ნევილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: - ღირსეული საქციელი იქნება გუნდის გაყიდვა. როცა ფანებს არ სურთ შენი უფეოსობა, უნდა წახვიდე! . გარი ნევილის თაბაწამყვანმა ჯეიმი კარაგერმა კი აღნიშნა რომ პროტესტის ამგვარი ტალღა ლონდონიდან მოდის ( ლონდონის არსენალის ფანები რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ პროტესტით).


მანჩესტერის ქუჩებში ისევ ქაოსია და პროტესტანტები დაშლას არ აპირებენ.