ავტორი: აჩი ფევაძე

ჟირუს ბენზემა ნაკრებში ჭირდება

ჟირუს ბენზემა ნაკრებში ჭირდება
3-05-2021, 10:58
 
   

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ოლივიერ ჟირუმ, თანამემამულე ქარიმ ბენზემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა, რომელიც მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.

„მხარს ვუჭერ ბენზემას ეროვნულ გუნდში დაბრუნებას. ჩვენ ის გვჭირდება. მისი ადგილი ნაკრებშია, სადაც ბევრი დაუმთავრებელი საქმე აქვს. მის თამაშს მადრიდში ვაკვირდები. ქარიმი ჩემპიონთა ლიგის 4 საუკეთესო გოლეადორს შორისაა, ასეთი დონის თავდამსხმელი ნამდვილად უნდა თამაშობდეს ჩვენს გვერდით“, – თქვა ჟირუმ.

გეტყვით, რომ ბენზემა 2015 წელს მატიუ ვალბუენამ შანტაჟში დაადანაშაულა. მატიუ ფიქრობდა, რომ ქარიმი ფლობდა ინტიმურ ვიდეოებს მისი მონაწილეობით და შეკრული იყო დამნაშავეებთან. მოგვიანებით საფრანგეთის სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ დიდიე დეშამისგან ეროვნულ გუნდში მიწვევა დღემდე არ მიუღია.

ბენზემა 2015 წელს ფრანგული ფეხბურთის ასოციაციამ ნაკრებს ჩამოაშორა. მანამდე კი, რვა წლის განმავლობაში იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას. მის ანგარიშზე 81 მატჩში 27 გატანილი გოლია.