ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

მარსელო ჩელსისთან ითამაშებს

მარსელო ჩელსისთან ითამაშებს
4-05-2021, 16:42
 
   

32 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს უცნაური მიზეზის გამო უწევდა ლონდონის ჩელსისან მატჩის გამოტოვება. საქმე იმაშია,რომ მარსელო 2011 წლიდან ესპანეთის მოქალაქეა და შემთხვევითი შერჩევით ასამბლეის არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა ყოფილიყო. ესპანეთის კანონმდებლობაში გარკვევით წერია რომ არავის აქვს უფლება უარი თქვას დაკისრებულ მისიაზე თუ მას მოხალისეობრივად სხვა არ ცაანაცვლებს.

მარსელოს შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა. ერთ-ერთმა ესპანელმა მოქალაქემ შეცვალა და საშუალება მისცა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს დახმარებოდა.
მარსელო ათიოდე წუთით ადრე მივიდა აეროპორტში,სანამ გუნდის თვითმფრინავი გაფრინდებოდა. ~

ახლა მადრიდის რეალს თამამად შეუძლია ჩელსის წინააღმდეგ თამაში.