ავტორი: აჩი ფევაძე

ოფიციალურად: ახალი სეზონიდან რომას ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს

ოფიციალურად: ახალი სეზონიდან რომას ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს
4-05-2021, 06:44
 
   

58 წლის პორტუგალიელი იტალიურ ფეხბურთს 11 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება, ინფორმაციას რომას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

საინტერესო გახლავთ ის, რომ 3 დღის წინ ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა სადაც მან დაანონსა, რომ ჯერ ფეხბურთში დაბრუნებას არ აპირებს და შვებულებაში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ დღეს 4 მაისს რომამ მასთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

''განსაკუთრებული’’ ერთადერთი მწვრთნელია იტალიური ფეხბურთის ისტორიაში რომელმაც ტრემბლის მოგება შეძლო, მოურინიომ 21 წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 25 ტიტული მოიგო.