ავტორი: აჩი ფევაძე

ოფიციალურად: ხავი მარტინესის მიუნხენური კარიერა სრულდება

ოფიციალურად: ხავი მარტინესის მიუნხენური კარიერა სრულდება
4-05-2021, 07:32
 
   

32 წლის ესპანელი მიმდინარე წლის ზაფხულში ''რეკორდმაისტერს’’ დატოვებს, მარტინესმა 9 წელი გაატარა ბაიერნში და ამ ხნის განმავლობაში 23 ტიტულის მოპოვება შეძლო.

მან 9-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 5-ჯერ გერმანიის თასი, 4-ჯერ გერმანიის სუპერ თასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ასევე 2-ჯერ უეფას სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. დიდი შანსია მარტინესმა მიუნხენური კარიერა 24 ტიტულით დაასრულოს, რადგან ამისთვის ბაიერნს მხოლოდ სამი ქულა სჭირდება ბუნდესლიგის დარჩენილ სამ ტურში.

ივნისში ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.