ავტორი: აჩი ფევაძე

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს
4-05-2021, 07:39
 
   

რუსეთში, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი უნდა გაიმართოს, თუმცა იქ ესპანური ''ტენერიფეს'' ქართველი კალათბურთელი არ შეუშვეს. რუსულ მხარეს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

გიორგი შერმადინმა მთელი ღამე ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტში გაატარა.

''ტენერიფეს'' ბრაზილიელმა კალათბურთელმა მარსელინიო ჰუერტასმა ინფორმაცია ინსტაგრამის სთორიზე გაავრცელა, ბრაზილიელი გიორგის მხარდაჭერას უცხადებს. ამ ყოველივეს შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა ''Marca-ც'' წერს.

''ტენერიფე'' და FIBA პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ.