ავტორი: აჩი ფევაძე

ბარსელონამ ფლამენგოსთან ჟერსონის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია

ბარსელონამ ფლამენგოსთან ჟერსონის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია
4-05-2021, 08:10
 
   

23 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი ჟერსონი ბარსელონას ღირსებას დაიცავს, სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს. ინფორმაციას ბარსელონაში ადგილობრივი ტელეკომპანია El Chiringuito ავრცელებს.

ჟერსონის ევროპული კარიერა 2016 წელს დაიწყო, ის ფლუმინენსედან ''ჯალოროსის'' შეუერთდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც თავად ფეხბურთელი ისურვებდა, 2019 წლის ზაფხულში ჟერსონი სამშობლოს დაუბრუნდა მანამდე კი 2018-19 წლების სეზონი იჯარის წესით ფიორენტინაში გაატარა. ''იების'' შემადგენლობაში 36 მატჩს მოუყარა თავი და გულშემატკივარს თავი სამი გატანილი გოლით დაამახსოვრა.

2019 წელს რომის დატოვების შემდეგ, ჟერსონის მიმართ ინტერესს იჩენდნენ ისეთი კლუბები როგორიცაა: დორტმუნდი, ჩელსი და ტოტენჰემი, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა.