ავტორი: აჩი ფევაძე

ბასილაშვილი მადრიდის მასტერსზე 2 სეტში დამარცხდა

ბასილაშვილი მადრიდის მასტერსზე 2 სეტში დამარცხდა
4-05-2021, 09:39
 
   

მასტერსის 1000 ქულიან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში ფრანგ ჩოგანთან, ბენუა პერისთან ორ სეტში დამარცხდა: 4-6, 5-7.

პერი ATP-ის რეიტინგში 35-ეა, მან 7 მატჩიანი წაგებათა სერიის შეძლო გამარჯვების მოპოვება, მას მე-2 წრეში სტეფანოს ციციპასი ელოდება.

ნიკოლოზისთვის პირველი სეტი ცუდად დაიწყო, ბასილაშვილი 0-3 მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ შეძლო თამაშში დაბრუნება და პირველ სეტში 6 გეიმის შემდეგ 3-3 ფიქსირდებოდა, თუმცა საბოლოოდ სეტი ნიკოლოზმა დათმო ანგარიშით 4-6. მე-2 სეტში პირველი გეიმის წაგების მიუხედავად მოახერხა ნიკოლოზმა ზედიზედ 2 გეიმის მოგება, მაგრამ კვლავ ბენუა გავიდა წინ, საბოლოოდ მე-2 სეტი დაძაბულ ბრძოლაში ტაიბრეიკით დასრულდა 5-7, ფრანგი ჩოგანის გამარჯვებით.