ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

მანჩესტერ სიტი ფინალშია

მანჩესტერ სიტი ფინალშია
5-05-2021, 02:09
 
   

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ მოურიციო პოჩეტინოს პარის სენჟერ მენს მოუგო ანგარიშით 4:1.

ხოსეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთ:

- მე ძალიან ამაყი ვარ და პირველ რიგში ფეხბურთელებზე ვფიქრობ. მათზე ვინც დღეს არ ითამაშა. ყველამ დაიმსახურა ეს, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. ახლა დროა, მოგებით ვისიამოვნოთ. შემდეგ უნდა მოვიგოთ ინგლისის ჩემპიონატი და ფინალისთვის მოვემზადოთ. მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ვითამაშეთ. ისეთ გუნდს მოვუგეთ 4:1, რომელმაც ბარსელონა და ბაიერნი გამოთიშა. ეს კი ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. პსჟ ყოველ წელს იგებს ლიგა 1-ს, პსჟ მოგებებისთვის არის შექმნილი და ის ბოლომდე იბრძოდა. ჩვენც კონცენტრირებულები ვიყავით და მივაღწიეთ საჭირო შედეგს. ხალხს სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა იოლია. არადა ეს იმ შრომის შედეგია, რასაც 4-5 წელია კლუბში ვდებთ.

მანჩესტერ სიტის მეტოქე და ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი ხვალ გაირკვევა. სავარაუდო მოწინააღმდეგე ლონდონის ჩელსი ან მადრიდის რეალი იქნება.