ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ენდი მიურეი ბრუნდება

ენდი მიურეი ბრუნდება
8-05-2021, 16:16
 
   

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ენდი მიურეი კორტს უბრუნდება. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა დიდი დრო გაატარა ტრავმების მოშუშებისთვის და ახლა, ისევ ითამაშებს.

- სავარჯიშო დარბაზში საკმაოდ ბევრი სამუშაოს შესრულება მომიწია, რათა გარკვეული დისბალანსი და მოძრაობის არარსებობა აღმომეფხვრა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვმუშაობდი ამაზე, მაგრამ პოზიტიური ის იყო, რომ დავბრუნდი. - განაცხადა ენდიმ.

მიურეის ჩანიშნული აქვს თამაშები დიეგო შვარცმანთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან,რაზეც თქვა:

- მე მსურს უმაღლესი დონის მოთამაშეებთან თამაში, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს ჩემი თამაშის დახვეწას. როდესაც საუკეთესო ბიჭების წინააღმდეგ ხარ, ეს უკეთესად აჩვენებს იმას, რაც უნდა გააუმჯობესო.

მიურეის მთავარი ამოცანა საფრენგეთის ღია პირველობაზე მოხვედრაა. თუ ის მოიპოვებს ე.წ. wild card-ს პირდაპირ ჩაერთვება ასპარეზობაში,წინააღმდეგ შემთხვევაში კარიერაში პირველად, მოუწევს დიდი სლემის შესარჩევი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა.