ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

ოლიმპი არ ნებდება

ოლიმპი არ ნებდება
8-05-2021, 19:58
 
   

დღეს გამართული 3 დაპირისპირებიდან მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ტოლი ბოისას რუსთავი გავიდა,რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მეორედაც დაამარცხა (96:88)და სერიაში 2:0 იმარჯვა.
რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის საუკეთესო მეკულე ჯონ ვაშინგტონი გახდა (28)კვალში კი მას თანაგუნდელი მარკ დევისი ედგა 25 კულით,უნივერსიტეტელებს შორის კი ყველაზე მეტი-19 რაიან კოლდველმა ჩააგდო.ამრიგად რუსთავი მომდევნო ეტაპზეა.
დრამატული გამოდგა ვერასა და კაკტუსის მეორე პაეკრობა,არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა
ამ შეხვედრის ნომინალურმა სტუმრებმა მატჩი კინკილა კულის სხვაობით ბოლოსღა მოიგეს,კაკტუსის რიგებიდან პერსონალური ფოლების გამო დროზე ადრე ენდრიუ ემბრი და ლევან მასხულია გავარდნენ.
გამარჯვებულთაგან ყველაზე კარგი სანდრო სანაძე იყო(20) ადრე გაძევებულმა ლევან მასხულიამ 17,ვერელმა აარონ პერკსმა აგრეთვე 20 კულა მიითვალა.ანუ ყველაფერს ზეგინდელი მატჩი გადაწყვეტს,რომელიც 15.00 სთზე გაიმართება.
დრამატიზმით ამ თამაშს არაფრით ჩამოუვარდებოდა ოლიმპი-ცხუმის დაპირისპირება,რომელშიც საბოლოოდ მასპინძლებმა იძალეს 84:77 და ანგარიში ამ სერიაშიც თანაბარია.
ყველაზე მეტი 24 კულა ისევ კახა ჯინჭარაძემ მოაგროვა,დენიელ სმიტი 20 ით გამოირჩა,ცხუმელმა ჯეისონ მაკფოლმა კი 18 ჩააგდო.გადამწყვეტი შეხვედრა ზეგ 10 მაისს შედგება.