ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

აჭარული ტრიუმფი ახალ საფარზე

აჭარული ტრიუმფი ახალ საფარზე
8-05-2021, 22:38
 
   

ბათუმის მეორედ გახსნილ არენაზე მასპინძელმა და გათამაშების ცხრილის ლიდერმა ზღვისპირელებმა თბილისელი სეხნიები მძიმე ბრძოლაში დაჯაბნეს,შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი ფანცულაიას გადაცემის მერე ჯამბულ ჯიღაურმა შეაგდო.
სტუმართა მრავალგზის მცდელობის მიუხედავად 43-ე წუთის შემდგომ ანგარიში აღარ შეცვლილა და ბათუმელები ურთიერთშეხვედრებისა და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ სწორედ დინამოსთან ერთად და შემდეგ თამაშს თორმეტ მაისს სამტრედიაში გამართავენ,გიორგი ნემსაძის ამჯერად დამარცხებული შეგირდები კი იმავე დღეს საბურთლოს გაეჯიბრებიან.