ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

ცხუმმა ფავორიტობა გაამართლა,ვერამ ვერა

ცხუმმა ფავორიტობა გაამართლა,ვერამ ვერა
10-05-2021, 19:49
 
   

დღეს დანიშნულ გადამწყვეტ მატჩებში ფავორიტობა მხოლოდ ცხუმ აფხაზეთმა გაამართლა და ოლიმპი ოცდაერთი კულის სხვაობით დასცა,ვერამ კი წყვილში აუტსაიდერად მიჩნეულ კაკტუსთან 77:90 წააგო.
თბილისელთა დაპირისპირებაში საუკეთესო ვერელთა ამერიკელი შემტევი ენტონი პერკსი იყო 35 მოპოვებული კულით,გამარჯვებულმა არჩილ ნადირაძემ და სანდრო სანაძემ კი 22 და თვრამეტი დააგროვეს.
ცხუმ აფხაზეთის მხრიდან თოთხმეტ-თოთხმეტი მოაგროვეს რაიან ჯონსონმა და სანდრო ფევაძემ,ოლიმპის ლიდერი კახა ჯინჭარაძე კი სამივე შეხვედრის საუკეთესო სნაიპერი გახლდათ,ამჯერად 20 კულით.