ავტორი: ლევან ქობალია

ტორუპმა გიორგი ჩაკვეთაძის უთამაშებლობაზე ისაუბრა

ტორუპმა გიორგი ჩაკვეთაძის უთამაშებლობაზე ისაუბრა
1-02-2020, 18:23
 
   

რთული ტრავმის და უთამაშებელი თვეების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მინდორს დაუბრუნდა, თუმცა არა ისე როგორც საჭიროა. გენტის მთავარი მწვრთნელი მას სათამაშო პრაქტიკას ძალიან ცოტას აძლევს. გასულ ტურში ჩაკვეტაძე სულაც სათადარიგო სკამიდან არ ამდგარა.

ბელგიური გენტის მთავარმა მწვრთნელმა, იენ ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და თქვა რომ მისი სჯერა: "ჩაკვეტაძეს ვესაუბრე. რატომ არ ვათამაშებ მას?! მან მითხრა, რომ სათამაშოდ 90%-ით იყო მზად. ვფიქრობ გიორგის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაკმვიდრებლად ბრძოლა მოუწევს. მას ვარჯიშებზე ვაკვირდები, ვხვდები, რომ ნელ-ნელა ძველ ფორმას იბრუნებს. ჩაკვეტაძის ყოველთვის მჯეროდა."