ავტორი: ლევან ქობალია

Sky Sports | მესიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Sky Sports | მესიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
8-02-2020, 12:26
 
   

Sky Sports-ის ინფორმაციით ლიონელ მესი კონტრაქტის ამოწურვამდე არსად წასვლას არ აპირებს.

უამრავმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მესი კლუბის დირექტორთან, ერიკ აბიდალთან კონფლიქტის გამო ამ ზაფხულს ბარსას რიგებს დატოვებდა. მეტიც, დასახელდა ის სავარაუდო 5 კლუბი, სადაც მესის შეეძლო კარიერის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი ბარსელონაში ერიკ აბიდალის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო, როცა მან განაცხადა, რომ ვალვერდეს მწვრთნელობის პერიოდში, ფეხბურთელები ბოლომდე არ იხარჯებოდნენ და ესპანელი მწვრთნელის წასვლის პროვოცირებაც კი მოახდინეს.