ავტორი: დიტო ჩარუხჩოვი

VIDEO I გიორგი აბურჯანიამ ალკმაარს ულამაზესი გოლი გაუტანა

VIDEO I გიორგი აბურჯანიამ ალკმაარს ულამაზესი გოლი გაუტანა
15-02-2020, 23:58
 
   

ჰოლანდიის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში გიორგი აბურჯანიას ტვენტემ ერედივიზიის ერთ-ერთ ლიდერს ალკმაარს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩის 25-ე წუთზე ანგარიშიც ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა.

საბოლოოდ მისმა გუნდმა მეტოქე 2:0 დაამარცხა და მეტოქეს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.

ქართველის კლუბმა ამ გამარჯვებით 27 ქულა მოაგროვა და მე-12 პოზიციაზე გადავიდა. შემდეგ შეხვედრას ტვენტე 23 თებერვალს უტრეხტის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.