ავტორი: ლევან ქობალია

ლიონელ მესი: ვწუხვართ მომხდარის გამო და გვინდა დახმარების გაწევა

ლიონელ მესი: ვწუხვართ მომხდარის გამო და გვინდა დახმარების გაწევა
16-03-2020, 01:05
 
   

კატალონიის ბარსელონას არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსულ პანდემიას პირველად გამოეხმაურა და ხალხს მოუწოდა ყველას დაემორჩილონ ჩანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მირ გაცემულ რეკომენდაციებსა და მითითებებს.

„ეს არის რთული დღეების ჩვენთვის. ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და გვინდა დახმარების გაწევა. ჩვენ საკუთარი თავი უნდა დავაყენოთ იმათ ადგილას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ასევე საკუთარი თავი უნდა წარმოვიდგინოთ იმათ ადგილას, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ებრძვის დაავადებას საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებში. მინდა, ყველას თანავუგრძნო.

ჯანმრთელობა ყოველთვის იყო პირველ ადგილზე. ეს განსაკუთრებული მომენტია და თქვენ უნდა მისდიოთ ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებს. მხოლოდ ასე შევძლებთ ეფექტურ ბრძოლას.

ეს არის დრო, როცა უფრო მეტად მეტად პასუხისმგებლიანები უნდა ვიყოთ და დავრჩეთ სახლში. ეს დრო იდეალურია იმისთვის, რომ დატკბეთ ახლობლებთან ყოფნით, რასაც ხშირად მოკლებულნი ვართ.

ყველას ვეხვევი და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ სულ მალე სიტუაციის გამოსწორებას. #დარჩით სახლში”, – დაწერა მესიმ თავის ინსტაგრამ გვერდზე.

კორონავირუსის გამო, ესპანეთის ჩემპიონატი შეჩერებულია. ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან. Marca-ს ინფორმაციით, კორონავირუსი ვალენსიას არგენტინელ მცველს, ეზეკილ გარაის დაუდასტურდა.