ავტორი: Sheva777

კორონავირუსის გამო 2 მეგა ტრანსფრერი ეჭვ ქვეშ დგას | კატალონიელები ფინანსებზე დარდობენ

კორონავირუსის გამო 2 მეგა ტრანსფრერი ეჭვ ქვეშ დგას | კატალონიელები ფინანსებზე დარდობენ
18-03-2020, 15:34
 
   

კატალონიური კლუბი თავის ფინანსურ შემოსავალზე დარდობს.

ESPN-ს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, ბარსელონამ შესაძლოა თავისი მთავარი სამიზნეები - ნეიმარი და ლაუტარო მარტინესი ვერ დაიმატოს.

საქმე ისაა, რომ პანდემია კლუბის ბიუჯეტზე საგრძნობლად ისახება და შესაძლოა, შემცირებული ფინანსების გამო, გუნდი ორივე ამ ფეხბურთელის ტრანსფერს ფიზიკურად ვეღარ გაწვდეს.

იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია ზაფხულამდე საგრძნობლად არ შეიცვალა, ბარსელონას ერთ-ერთის ტრანსფერზე შესაძლოა უარის თქმა მოუწიოს.