ავტორი: Sheva777

რეალის ექს-პრეზიდენტი კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაშია

რეალის ექს-პრეზიდენტი კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაშია
18-03-2020, 17:02
 
   

მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი კორონავირუსით კლინიკაში გადაიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაშია. ესპანური მედიის ინფორმაციით, 76 წლის სანსს ბოლო დღეებში მაღალი სიცხეები ჰქონდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ლორენსო სანსი მადრიდული გრანდის პრეზიდენტი 1995-დან 2000 წლამდე იყო. ამ პერიოდში რეალმა ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა - 1998 და 2000 წლებში. ლიგის მოგებიდან რამდენიმე კვირაში, 2000 წელს იგი ფლორენტინო პერესმა შეცვალა.