ავტორი: beqa

შენგელიას თავს მშვიდობაა | ბასკონიაში კორონავირუსით არავინაა დაინფიცირებული

შენგელიას თავს მშვიდობაა | ბასკონიაში კორონავირუსით არავინაა დაინფიცირებული
18-03-2020, 23:21
 
   

რამდენიმე წუთის წინ, „ალავესმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც „ალავესი-ბასკონიას“ ჯგუფში ჩატარებული კორონავირუსის ტესტების პასუხების შესახებ ისაუბრა.



განცხადებაში წერია, რომ „ალავესში“ კორონავირუსით 15 ადამიანია დაინფიცირებული. თორნიკე შენგელიას „ბასკონიაში“ კი იგივე დიაგნოზი არავის აქვს.

კორონავირუსის გამო, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი და ევროლიგა შეჩერებულია, რის გამოც, „თოკომოტივის“ გუნდს უქმოდ ყოფნა უწევს. „ბასკონიას“ მოთამაშეები საკუთარ სახლებში იმყოფებიან და იძულებით პაუზას სხვადასხვა გზით უმკლავდებიან.