ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
30-03-2020, 16:21
 
   

თბილისის ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. წლის ბოლომდე, გუნდი გამოცდილმა სპეციალისტმა - სოსო ფრუიძემ ჩაიბარა.

სოსო ფრუიძე ქართულ ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი მწვრთნელია. მისი სამწვრთნელო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ყველაზე დიდი დრო კი, ფრუიძემ საჩხერის ჩიხურაში გაატარა, სადაც 2008 წლიდან მუშაობდა და იმერული კლუბი მხოლოდ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლევან კორღალიძემ კლუბი თავისი გადაწყვეტილებით დატოვა, რაც განპირობებული იყო კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ხელფასების შემცირებით, რაც თავის მხრივ კორონავირუსული პანდემიით იყო გამოწვეული.

    Italian Trulli
Image