ავტორი: ლევან ქობალია

Mirror | ლიონელ მესი 250 მილიონის სანაცვლოდ მანჩესტერში მიდის

Mirror | ლიონელ მესი 250 მილიონის სანაცვლოდ მანჩესტერში მიდის
30-08-2020, 14:08
 
   

კატალონიის ბარსელონა არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის მანჩესტერ სიტისთვის მიყიდვას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო Mirror-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ამჟამად საუბარია 250 მილიონი ფუნტ სტერლინგზე. მანამდე როგორ ცნობილი გახდა, ლიონელ მესიმ ბარსელონას ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ გუნდის დატოვება სურს. ბოლოს ის კლუბის ვარჯიშზეც კი არ მისულა.

არგენტინელი ფეხბურთელი ბარსაში 2004 წლიდან თამაშობს. გუნდთან ერთად ის ესპანეთის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა, ესპანეთის თასი 6-ჯერ მოიპოვა, ჩემიონთა ლიგის გამარჯვებული კი 4-ჯერ გახდა. გარდა ამისა, მესიმ ოქროს ბურთი 5-ჯერ ააქვს მიღებული.