ავტორი: ლევან ქობალია

OFFICIAL | ოთარ კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა

OFFICIAL | ოთარ კაკაბაძე ესპანეთში დაბრუნდა
26-09-2020, 03:24
 
   

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. მისი კლუბი ლა ლიგა 2-ის ბინადარი ტენერიფე იქნება. ქართველსა და კლუბს შორის ერთ წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.



კაკაბაძისთვის ესპანეთი უცხო ნამდვილად არ არის, რადგანაც მან კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ ესპანეთში, ხიმნასტიკსი გაატარა. აღნიშნულ კლუბში ქართველმა ფეხბურთელმა 47-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტნა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძემ შვეიცარიული კლუბი ლუცერნი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, სადაც მან 2 წელი დაჰყო და 23 - მატში მიიღო მონაწილეობა.