ავტორი: ლევან ქობალია

OFFICIAL | ლუის სუარესი ატლეტიკოს ფეხბურთელია

OFFICIAL | ლუის სუარესი ატლეტიკოს ფეხბურთელია
26-09-2020, 04:08
 
   

ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ოფიციალურად მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელია, ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.


"სუარესის ტრანსფერით შევიძინეთ ფეხბურთელი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ევროპაში თამაშის."- წერია განცხადებაში.

ლუის სუარესმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.

OFFICIAL | ლუის სუარესი ატლეტიკოს ფეხბურთელია



ლუის სუარესი ბარსელონაში 2014 წელს ჩაირიცხა და 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში რიგით მესამე ბომბარდირია. ურუგვაელმა "ბლაუგრანაში" 4 - 4 ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

33 წლის თავდამსხმელს სხვადსხვა დროს ნათამაშები აქვს ლივერპულში, აიაქსში, გრონინგენსა და ნასიონალში. იგი 2007 წლიდან დღემდე ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების წევრია.