ავტორი: ტატო ნიკურაძე

ქართველი დელეგატი ჩემპიონთა ლიგაზე

ქართველი დელეგატი ჩემპიონთა ლიგაზე
20-10-2020, 23:37
 
   

სამწუხაროდ, ქართული კლუბებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ისევ მიუწვდომელია, მაგრამ, ბოლო წლებში, საქართველო ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მაინც არის წარმოდგენილი.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, რომელშიც პსჟ-მანჩესტერს მასპინძლობდა, მატჩის დელეგატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე გახლდათ.

სფფ-ს წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია უეფას დელეგატად მუშაობს. ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მან პირველად გასულ სეზონში ბარსელონა-მანჩესტერის მეოთხედფინალზე იმუშავა.