ავტორი: ტატო ნიკურაძე

ირაკლი აბუსერიძე: ლელოს ბაზაზე ჩუმად ატარებდნენ გამგეობას და კიდევ ჩვენ ვახდენთ ზეწოლას?

ირაკლი აბუსერიძე:  ლელოს ბაზაზე ჩუმად  ატარებდნენ  გამგეობას და კიდევ ჩვენ ვახდენთ ზეწოლას?
30-12-2020, 00:05
 
   

ორჯერ გადადებული საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საარჩევნო ყრილობა ხვალ 13:00 სარაგბო კლუბ ლოკომოტივის საწვრთნელ ბაზაზეა დაგეგმილი. თუმცა, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ლაშა (ბაჩო) ხურციძე და მისი მხარმდამჭერები არჩევნებს არა ლეგიტიმურს უწოდებენ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ. საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ხურციძის უკან მდგომი პირების მხრიდან მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლაზე საუბრობენ. ისინი, კონკრეტულად, ქართული ოცნების დეპუტატის, გივი ჭიჭინაძის, სახელს ასახელებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Blogsport.ge რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს, საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს ირაკლი აბუსერიძეს დაუკავშირდა.

-ბაჩო ხურციძის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სიცრუე. რომელ გამგეობის წევრების ტერორზე და დაშინებაზე საუბრობს ბატონი ბაჩო. მისი მხარდამჭერი გუნდი არ იყო გამგეობის სხდომის ჩატარება ლელო სარასენსის ბაზაზე ჩუმად რომ უნდოდა? სვანიძის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ კარგი გუნდი არ ყავდა ირგვლივ. ხურციძე მთელი 4 წელი იყო რაგბის კავშირში, ერთ-ერთ უმაღლეს საფეხურზე მუშაობდა და თავადაც აიღოს რაგბის კავშირის მუშაობაზე პასუხისმგებლობა. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და სხვა არ მეხებოდა ეგრე არ არის სწორი. ისიც, იმ მთლიანი გუნდის წევრი იყო.

საარჩევნო ხმების არასამართლიანობაზე, რომ საუბრობს, აქამდე რატომ არ იღებდა ხმას, როდესაც თავად იყო რაგბის კავშირის წევრი. იმედი მაქვს, ხვალ, არჩევნები ჩაივლის მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და ეს გაუგებრობაც მალე დასრულდება. - ამბობს ირაკლი აბუსერიძე