ავტორი: ტატო ნიკურაძე

გოჩა სვანიძე: ახალი არჩევნები არ იქნება-ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას

გოჩა სვანიძე:  ახალი არჩევნები არ იქნება-ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას
7-01-2021, 16:27
 
   

საქართველოს რაგბის კავშირის ირგვლივ დაძაბული ვითარება, ისევ გრძელდება. დღეს, მედიაში გავრცელდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ირაკლი აბუსერიძეს და გამგეობის ახალ წევრებს რეგისტრაცია შეუჩერათ. მიზეზად, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის ლაშა(ბაჩო) ხურციძის საჩივარი სახელდება, რომელშიც ხურციძე არჩევნების არალეგიტიმურობაზე და გადადებული არჩევნების თარიღის დარვევაზე საუბრობს.

ამ თემასთან დაკავშირებით, Blogsport.ge საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს და გამგეობის წვრს გოჩა სვანიძეს დაუკავშირდა.

- რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საჯარო რეესტრმა არჩევნების შედეგები უგულებელყო. ყველას ვთხოვ, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას. მეც იურისტი ვარ და საჯარო რეესტრი 10-დან 8 განცხადებას ახარვეზებს ხოლმე, სანამ საქმის მასალებს ბოლომდე არ შეისწავლის. ერთვიანი ვადა ანუ 30 დღე განისაზღვრა საქმის მასალების შესასწავლად და არა ახალი არჩევენების ჩასატარებლად. იურიდიულ ტერმინოლოგიაში ნუ შემეჯიბრებიან. ჩემი შედგენელია რაგბის კავშირის საარჩევნო წესდება და ყველაფერი წესის დაცვით ჩატარდა. ეს მალე დამტკიცდება კიდეც.- ამბობს გოჩა სვანიძე.

შეგახსენებთ, 30 დეკემბერს ს რაგბის კლუბ ლოკომოტივის ბაზაზე ჩატარებულ არჩევნებზე ირაკლი აბუსერიძემ ხმების 31 ხმა მიიღო, გოჩა სვანიძემ კი, 10. მესამე კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ და რამდენიმე კლუბმა კი, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.