ავტორი: ლევან ქობალია

დინამო ბრაზილიელმა ლეგიონერმა დატოვა

დინამო ბრაზილიელმა ლეგიონერმა დატოვა
14-01-2021, 03:38
 
   

ქართულმა კლუბებმა ახალი სეზონისთვის მზადება, უკვე დაიწყეს. გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით თბილისის დინამო დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა და მალე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.

კლუბში არიან ახალწვეულებიც და რამდენიმე ფეხბურთელსაც დაემშვიდობნენ. Blogsport.ge-ს ინფორმაციით საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის რიგები ვიქტორ პერნამბუკომ დატოვა. 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი დინამოს გასული სეზონის წინ შეუერთდა და გუნდთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა. პერნამბუკომ ქართული ფეხბურთის ფლაგმანის რიგებში 14 მატჩში 2 ბურთი გაიტანა.