ავტორი: ლევან ქობალია

მიკოლა კოვტალიუკმა გორის დილა მეორედაც დატოვა

მიკოლა კოვტალიუკმა გორის დილა მეორედაც დატოვა
19-01-2021, 22:11
 
   

ქართულ ფეხბურთში, უკვე მოიახალწლევეს და გუნდებმა ახალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყეს. სატრანსფერო „მიდი-მოდიც" განახლდა. BlogSport.ge-ს ინფორმაციით, მომავალ სეზონში მიკოლა კოვტალიუკი გორის დილას ღირსებას აღარ დაიცავს. ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირს ქართულ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და კარიერის გაგრძელება სხვაგან სურს. ჯერ არაა ცნობილი, სად გააგრძელებს მიკოლა კარიერას, მაგრამ მისი გადაბირებით უკრაინული და პოლონური გუნდები ინტერესდებიან.

მიკოლა კოვტალიუკი გორის დილას შემადგენლობაში სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და ეროვნული ლიგის ეგიდით ჩატარებულ 55 შეხვედრაში 34 ბურთი გაიტანა. განვლილ სეზონში კი, ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.