ავტორი: ლევან ქობალია

ოთხეულო, სწორდით

ოთხეულო, სწორდით
23-02-2021, 01:40
 
   

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ამბებია ატეხილი, ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონატი მოაწერდა ხელს. დივიზიონიდან აღზევებისთვის რამდენიმე გუნდი იბრძვის, მათგან ოთხი ერთმანეთს არაფერს უთმობს.

დღეს ფიურტი შინ კილს დაუხვდა და 2:1 მოუგო. არადა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მაგრამ ფიურტმა ბოლომდე იბრძოლა და თავისი გაიტანა. აქ უფრო ის იყო საინტერესო, რომ ამ მოგების შემდეგ ფიურტელები ქულებით იმ სამ გუნდს გაუთანაბრდნენ, რომლებიც ცხრილის თავში იყვნენ.

ახლა ოთხეულს 42 ქულა აქვს და ერთმანეთისგან მხოლოდ ბურთების სხვაობა აშორებთ: ჰამბურგს +20 აქვს, ფიურტს +18, ბოხუმს +17 და კილს +15.

მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი...