ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

კარაგერმა მანჩესტერს თავდამსხმელი ურჩია

კარაგერმა მანჩესტერს თავდამსხმელი ურჩია
2-03-2021, 16:48
 
   

საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა მანჩესტერ იუნაიტედი გააკრიტიკა. ყოფილი ლივერპულელის განცხადებით იუნაიტედს მაღალი დონის, ხარისხიანი თავდამსხმელი სჭირდება და სავარაუდო კანდიდატებიც დაასახელა.

– იუნაიტედს თუ უნდა მაღალი მიზნები დაისახოს და განახორციელოს, ასეთი მაღალი დონის ფეხბურტელების დამატება სჭირდება. პირველ რიგში თავდამსხმელების. ასეთებად ჰარი კეინი ან ერლინ ჰალანდი მიმაჩნია.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერმა კიდევ ერთხელ ვერ მოიგო დიდი ექვსეული კლუბთან, ამჯერად ლონდონის ჩელსისთან გააგორა უგოლო ფრე. მეტიც, მანჩესტერს დიდი ექვსეულის გუნდებთან მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც მაშინ, როდესაც ტოტენჰემთან 1:6 განადგურდა.