ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

დიდი როსი დაბრუნდა

დიდი როსი დაბრუნდა
3-03-2021, 21:03
 
   


მოტორბოლაში დაბრუნებულმა 42 წლის ვალენტინო როსიმ ახალი გუნდის, „იამაჰას“ ფერებში პირველი პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საკმაოდ ძლიერია, რათა მე-10 ტიტულისთვის იბრძოლოს.

_ მეათე ტიტულისთვის ბრძოლა მსურს. მართალია 42 წლის ვარ,მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ცვლის, – ამბობს ვალენტინო.
იტალიელი მოტომრბოლელი აცხადებს, რომ ტურნირზე დროის გასატარებლად ან სიამოვნების მისაღებად არ გადის. შესაძლოა, ბევრმა მისი შანსები ცუდად შეაფასოს, მით უმეტეს, როცა მარკ მარკესი მის მთვარ მოწინააღმდეგედ ითვლება. თუმცა, როსი სხვაგვარად ფიქრობს და მარკესს
კონკურენტად არ თვლის. მეტიც, ამბობს, რომ მარკისთვის მშვენიერი იქნება, თუ ტოპ 5-ში მოხვდება.

როსიმ ასევე განაცხადა, რომ „იამაჰასთვის“ რამის დამტკიცებას არ აპირებს და უნდა ხალხის სიყვარული დაიმსახუროს და მისი ინდივიდუალიზმი ყველას დაანახოს.
როსის ერთგული ფანები დიდი ხანი ელოდნენ მის დაბრუნებას...