ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

იაპონია ხალხზე დაფიქრდა

იაპონია ხალხზე დაფიქრდა
3-03-2021, 21:06
 
   


როგორც უკვე იცით, 2020 წლის ოლიმპიური თამაშები იაპონიაში წელს ჩატარდება. პანდემიის მიუხედავად, იაპონიის მთავრობა ფიქრობს რომ ხალხის ნაწილი თამაშებზე დაუშვას, მაგრამ არ იციან ექნებათ თუ არა უცხოელებს დასწრების უფლება.

იაპონიამ, რომელიც 23 ივლისიდან ტოკიოში ოლიმპიური თამაშების, ხოლო 24 აგვისტოდან პარაოლიმპიური თამაშების მასპინძლობას გეგმავს, თვეების განმავლობაში დახურა საზღვრები უცხოელი მოგზაურებისთვის, როგორც პრევენციული ღონისძიება კოვიდის წინააღმდეგ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) პრეზიდენტმა, ტომას ბახმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ ეს სოკ-ი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ყველა მონაწილის უსაფრთხოება.
ეს საკითხი მარტის ბოლოს გადაწყდება. ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანს იაპონიის მთავრობა.