ზესტაფონში დაწყებული ტური რუსთავში გაგრძელდა, სადაც თელავი სამგურალს დაუხვდა.
შეხვედრა ზოგადად ესთეტიური თვალსაზრისით დიდი ვერაფერი გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ნიკოლოზ ბაშალეიშვილის გაფრთხილება გახლდათ.
შესვენების შემდეგ თამაშის ხარისხი ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ თითო-ოროლა მომენტის გარდა ვერც კახელებმა და ვერც იმერლებმა ღირებულის შექმნა ვერ მოახერხეს და შედეგად უგოლოდ დაშორდნენ.
მომდევნო მატჩს თელავი 14 მარტს ქუთაისში,ტორპედოს წინააღმდეგ ჩაატარებს,სამგურალი კი იმავე დღეს გორის დილას დაუხვდება.