ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

ჰალანდი ბარსელონაში?

ჰალანდი ბარსელონაში?
1-04-2021, 19:31
 
   

დორტმუნდის ბორუსიას ახალგაზრდა ფეხბურთელის ერლინგ ჰალანდის წარმომადგენლები ბარსელონაში არიან. აგენტი მინო რაიოლა და ერლინგის მამა ბარსელონას პრეზიდენტ ხოან ლაპორტას შეხვდნენ.

ჯერ კიდევ უცნობია მოლაპარაკების დეტალები, მაგრამ ინტერესი ბარსელონას მხრიდან იზრდება. ჰალანდით ასევე დაიტნერესებულია მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი. ერლინგს 2024 წლამდე ბორუსიასთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მაგრამ 75 მილიონის სანაცვლოდ შეუძლია შეწყვეტა.
ჰალანდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი ევროპაში მას შემდეგ გახდა,რაც 48 გოლი გაიტანა მის პირველ 48 თამაშში, სწორედ ამიტომ ყველა გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელია.

ცნობილმა ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა ალვარო მონტერომ განაცხადა:

- მინო რაიოლა და ჰაალანდის მამა ალფ-ინჟე დილის 9.30 საათზე ჩამოვიდნენ ბარსელონაში, ელ პრატის აეროპორტში და ისინი ლაპორტას მძღოლმა წაიყვანა. კამპ ნოუზე შეხვედრა 2 საათი მიმდინარეობდა. კლუბმა ეს შეხვედრა, როგორც პირველი კონტაქტი და მიდგომა ისე ცნო. ორი საათის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ აეროპორტში და 12:30 საათზე ნიცაში ჩაფრინდნენ. კარგი კითხვაა აქვს თუ არა ბარსელონას საშუალება ჰალანდის ყიდვისა, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ივნისამდე შემდეგი ორი თვის განმავლობაში, უნდა გადაიხადონ 730 მილიონი ევრო უზარმაზარი სესხის გამო, რაც მათ 1 მილიარდ ევროზე მეტი აქვთ.
ვნახოთ როგორ განვითრდება მოვლენები და აჯობებს თუ არა ბარსელონა მეტოქეებს.