ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

რეალი ნათქვამს რეალობად აქცევს

რეალი ნათქვამს რეალობად აქცევს
5-04-2021, 16:22
 
   

რამდენიმე საათის წინ ზინედინ ზიდანს პრესკონფერენცია ჰქონდა,სადაც ლივერპულთან მოახლოებულ მატჩზე და მადრიდის რეალის მდგომარეობაზე ისაუბრა.

აშკარაა,რომ ზიდანი ადრინდელი შემართებით ვეღარ საუბრობს რეალზე. ფრანგმა იცის ლივერპულის ფასი,ამიტომ მოერიდა თამამ გამოსვლებს.

- კლოპი მწვრთნელია,რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. 2018 წლის ფინალამდეც საკმაოდ ძლიერი იყო. როდესაც სამწვრთენლო კურსი გავიარე ბევრ მწვრთნელს გავეცანი. კლოპს საკუთარი,განსხვავებული ტრენინგის გზა აქვს.მას კოპირება არ სჭირდება.- განაცხადა ზიდანმა.

როგორც ჩანს კლოპს კიდევ ერთი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.

ზიდანმა რამდენიმე სიტყვით ვან დაიკის დანაკლისზეც ისაუბრა.

- მე არ ვიცი არის თუ არა ეს პრობლემა. მათ საუკეთესო შემცვლელები ჰყავთ. ლივერპულის დანაკლისს ვერც კი იგრძნობთ.

ასევე ისაუბრა ედენ აზარზე და აღნიშნა რომ მისით აღფრთოვანებული ნამდვილად არ არის.

- მგონია რომ ქარიმი ყველაზე მეტად გაირჯება. მასსა და სხვა ფეხბურთელებს შორის დიდი ქიმიაა. მისი იმედი უნდა გვქონდეს.

საბოლოოდ დასძნა რომ მადრიდის რეალი ყოველთვის
ამართლებს ნათქვამს და ყველაფრისთვის მზად არიან.