ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

დინამოს გამანადგურებელი გამარჯვება

დინამოს გამანადგურებელი გამარჯვება
17-04-2021, 17:11
 
   

ოდნავ დაგვიანებით დაწყებული შაბათის ბოლო მატჩი დინამოელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა,შეგახსენებთ,რომ მასპინძლებს სუპერლიგაში ადგილის გასანაღდებლად კაკტუსის დამარცხება ესაჭიროებოდათ,რაც ირაკლი ხოშტარიას ბიჭებმა გადაჭარბებულად შეასრულეს და საბოლოო ჯამში 94:63 იმარჯვეს.
კაკტუსი არანაირ სატურნირო ამოცანებს არ წყვეტდა და ალბათ დინამოსაც ამიტომ გაუადვილდა 31-ქულიანი ფორით გამარჯვება,17 ქულით,7 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო ლუკა ბულაშვილი იყო,16-16 ქულა დააგროვეს დინამოდან ენტონი უოკერმა და სტუმართაგან სტივენ ჰეინს-ჯონსმა.
ასე და ამგვარად ქართული საკალათბურთო(არამარტო)ფლაგმანი მომავალ წელსაც უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.