ავტორი: გოჩა ჯანიაშვილი

ქუთათურთა მაჟორული დასასრული

ქუთათურთა მაჟორული დასასრული
18-04-2021, 17:28
 
   

ქუთათურთა მაჟორული დასასრული
სუპერლიგის დასკვნით ტურში მეორე ადგილგანაღდებულმა კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა შინ ტიტები მიიღო და 9 ქულის სხვაობით 102:93 დაამარცხა.

არადა მატჩის მიმდინარეობისას ქუთაისელები ბევრად დიდი ფორით იყვნენ წინ,მაგრამ მატჩის მიწურულს საკმაოდ მოეშვნენ და ბოლო მეოთხედი 19 ქულით 18:37 დათმეს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ ქუთაისმა ანატოლი ბოისას რუსთავის მერე საპატიო მეორე პოზიცია დაიკავა,ხოლო ტიტებს მე-9 ადგილი ერგოთ,რაც იმას ნიშნავს,რომ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად საპლეიოფო ბრძოლის გამართვა მოუწევთ.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ტიტების ამერიკელი შემტევი დენ ბირტსი გახდა 24 ქულით,12 მოხსნითა და 1 პასით,18 ქულით მეორე დუაიტ რაიტი გახლდათ ქუთაისელთა მხრიდან,მესამეზე კი ისევ სტუმარი დავით ლომიძე 17 ქულით,3 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით.