ავტორი: აჩი ფევაძე

სუპერლიგა შეიქმნა, სიტყვა უეფაზეა

სუპერლიგა შეიქმნა, სიტყვა უეფაზეა
18-04-2021, 16:21
 
   

ცნობილია 12 გუნდი რომელთაც შეთანხმებას მიაღწიეს ჩემპიონატის შექმნის თაობაზე, ესენია: მანჩესტერი, ლივერპული, ჩელსი, არსენალი, სიტი, ტოტენჰემი, რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, იუვენტუსი, მილანი და ინტერი, მაგრამ ეს არასრული ჩამონათვალია სუპერლიგა 20 გუნდიანი იქნება – 15 დამაარსებელს პლუს 5 გუნდი. დანარჩენი 8 გუნდი ჯერ ცნობილი არ არის.

ჩემპიონატი აგვისტოში აიღებს სტარტს, იქნება ორი ათგუნდიანი ჯგუფი, საშინაო და გასვლითი მატჩებით, პირველი სამი ადგილი გავა ჯგუფიდან, მე-4 და მე-5 ადგილოსნები კი, ფლეი ოფს ითამაშებენ დარჩენილი ვაკანტური პოზიციისთვის, ფინალი ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

უეფა აპირებს სუპერლიგაში მონაწილე გუნდები მოკვეთოს როგორც ჩემპიონთა ლიგიდან, ისე – ევროპის ლიგიდან.

ფეხბურთელებს კი შეეძლებათ სანაკრებო შეკრებისთვის თავის არიდება.