ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

გარი ნევილი სუპერლიგას გამოეხმაურა

გარი ნევილი სუპერლიგას გამოეხმაურა
19-04-2021, 14:02
 
   

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა გარი ნევილი sky sport-ის ეთერში სუპერლიგის შექმნას გამოეხმაურა და პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

- ზიზღით ვარ აღვსილი, ჩემი რეაქცია ეს არის. 40 წელია მანჩესტერ იუნატედის ფანი ვარ და ძალიან, ძალიან აღშფოთებული ვარ, განსაკუთრებით მანჩესტერითა და ლივერპულით.ლივერპული ხომ ხალხის გუნდია, მისი ჰიმნი “You never walk alone” არის?! მანჩესტერი კი 100 წლის წინ მუშებმა დააარსეს. და ისინი ისეთი ლიგაში აპირებენ გაწევრიანებას, რომლიდან არც კი გამოვარდებიან? ეს ხომ უდიდესი სირცხვილია! - განაცხადა მან.

ნევილმა ასევე აღნიშნა რომ არსენალი,ტოტენჰემი და ჩელსი არ არიან საკმარისად ძლიერები სუპერკლუბობისთვის.

- მათ მხოლოდ ერთი მოტივი აქვთ – გაუმაძღრობა. ჩამოაწერეთ ყველა ქულა, გაუშვით ლიგის ფსკერზე და აღარ მისცეთ ფული. რასაც ისინი აკეთებენ ეს კრიმინალია, კრიმინალური დანაშაული ჩადენილი ამ ქვეყნის საფეხბურთო ფანების მიმართ. აქ შეცდომები არ უნდა დაუშვათ, რადგან, ფეხბურთი მსოფლიოს უდიდესი სპორტია, ფეხბურთი ამ ქვეყნის უდიდესი სპორტია.დასაჯეთ ეს კრიმინალები!
იუნაიტედი და ყველა, “დიდი 6” კლუბიდან პრემიერ ლიგის წინააღმდეგ წავიდა, ისინი ვინც ხელი მოაწერეს ახალი ტურნირის შექმნას და მათ უნდა რცხვენოდეთ.

როგორც ბოლოს თქვა,იმედგაცრუებულია და იმედოვნებს რომ ფიფა და უეფა სუპერ ლიგის წინააღმდეგ რამეს მოიმოქმედებს.