ავტორი: აჩი ფევაძე

რუსტემ საიმანოვი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმეზე საუბრობს

რუსტემ საიმანოვი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმეზე საუბრობს
19-04-2021, 10:12
 
   

რუბინის გენერალური დირექტორის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ: "მისი დაზიანება სრულფასოვნად არ შეგვიმოწმებია მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაზე, მაგრამ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ხვიჩა სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, რადგან 2-3 კვირა ტრავმის შემდგომ პერიოდში ფორმის აღდგენას დასჭირდება და რისკზე წასვლა არ გვსურს.’’

რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, "ქვები" ამ დროისთვის მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან 46 ქულით, ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში კი ახალ სეზონში სლუცკის გუნდი უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ ჯგუფში მოხვედრამდე ყაზანის "რუბინს" საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მოუწევს, ასევე ყაზანელებს შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე მოხვედრის, თუმცა ისინი მე-2 ადგილზე მყოფ "ლოკომოტივს" 3 ქულით ჩამორჩებიან.