ავტორი: თინათინ ცეცხლაძე

სიმეონე შიმშილის წინააღმდეგ

სიმეონე შიმშილის წინააღმდეგ
21-04-2021, 13:57
 
   

სუპერლიგით გამოწვეული არეულობის მიუხედავად ,დიეგო პაბლო სიმეონე აქტიურად ჩაერთო სოციალურ კამპანიაში - არა შიმშილს!

ეს კამპანია მოიცავს ისეთი ადამიანების დახმარებას,რომელთაც არ მიუწვდებათ ხელი ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე.

სიმეონე 1 კვირიან კამპანიას იწყებს,რომელიც 23-30 აპრილს იგეგმება. შექმნილია სპეციალური ჯგუფი,რომელიც საკვების ტრანსპორტირებასა და მიწოდებას უზრუნველყოფს.

მსგავს კამპანიას სიმეონე მეოთხე წელია აკეთებს,მაგრამ ამჟამინდელი ყველაზე მაშტაბურია,რადგან მთლიანად ესპანეთზეა გათვლილი. კამპანიის მიმდინარეობა შეგიძლიათ იხილოთ მენეჯერის ინსტაგრამ გვერდზე.