ავტორი: ზაქრო

სარკეში | ანუ რატომ ვითხოვთ იმას რაც უტოპიაა?!

სარკეში | ანუ რატომ ვითხოვთ იმას რაც უტოპიაა?!
21-08-2020, 00:28
 
   

ჩვენ გვასვს ჩემპიონატი რომელიც ევროპაში 44-ე მსოფლიოში კი, მინიმუმ 100 ეროვნული ჩემპიონატი სჯობს! ჩვენი ჩემპიონატის წლიური დაფინანსება = ყაზახეთის ჩემპიონის წლიურ ბიუჯეტს (ეგეც თუ უდრის)...

იმდენად დაბალი დონის ლიგა გვაქვს, ჩვენი ტალანტები აქ განვითარებას იმ ასაკში წყვეტენ, როდესაც უნდა იწყებდნენ. ყველაზე ხშირად დასმადი საკითხია, ყველა გარბის და აბა რა უნდა ვქნათო...ასეთ დონეზე დარჩენა აქვს კი აზრი?! სულ რომ ყველა დარჩეს, ეროვნული ნაკრების დიდი ნაწილი ჩამოვიდეს, შედეგი ვერ დაიდება სანამ პროგრესულად მოაზროვნე მენეჯერები არ იქნებიან ქართულ გუნდებში.

ისევ ვერ გამოვედით იმ სტერეოტიპებიდან, რომ ჩვენ ლეგიონერები არ გვჭირდება, ისედაც მოვახერხებთ ევროტურნირის ჯგუფში შესვლას.
არა და არა... მარტო ჩვენ უდაბლესი დონის ლიგას არა, ისეთი რეალობა დღეს ტოპ 5 ლიგის გამოკლებით, ფაქტიურად არცერთი ჩემპიონატის გუნდებს არ ძალუძთ, 5-10 ძლიერი ლეგიონერის გარეშე წარმატებულად ასპარეზობა!არც მხოლოდ ბავშთა საფეხბურთო აკადემიები და ფეხბურთის მასობრიობა არ იქნება არაფრის გარანტი.

მანამ-სანამ ამ ყველაფერს, 1-2 გუნდში "მაინც" სერიოზული ინვესტიცია არ განხორციელდება, წლიურ 10 მილიონის ოდენობის ბიუჯეტზე მაინც არ იქნება საუბარი, ესაა მოცემული რეალობა...

მოკლედ, ზღაპრებს და ჩვენს ისეთ ნიჭიერებაზე საუბარს უნდა შევეშვათ, სხვა არაფერი რომ არ გვჭირდება. ასეთი ლეგიონერების ჩამოყვანასაც, რომლებიც დიდწილად ჩამოდიან ჩვენს ლიგაში... სხვა თუ არაფერს ვაკეთებთ, ახალგაზრდული ნაკრებების ბიჭებს აუცილებლად უნდა მიეცეთ ელიგაში თამაშის შანსი მაინც!

ზაქრო გალუსტაშვილი